მზის მსგავსი ვარსკვლავების ნახევარს შესაძლოა, დასახლებადი მყარი პლანეტები ჰქონდეს


“Not every star is alike, and neither is every planet.” – Ravi Kopparapu1NASA’s Goddard Space Flight Center in Greenbelt

კეპლერის მისიამ დაადგინა, რომ მზის მსგავსი ვარსკლავების ნახევარს შესაძლოა, დასახლებადი პლანეტები ჰყავდეს, რომლებზეც წყალი თხევად მდგომარეობაში არსებობს. ჩვენს გალაქტიკაში კი დაახლოებით 300 მილიონამდე ასეთი პოტენციურად დასახლებადი სამყარო არსებობს. მინიმუმ 4 ასეთი პლანეტა შეიძლება ჩვენს მეზობლადაც მდებარეობდეს, დაახლოებით, 30 სინათლის წელიწადის დაშორებით. ასეთი პლანეტების აღმოჩენა და შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასტრობიოლოგიისა და სიცოცხლის წარმოშობის საკითხების შესწავლისთვის. ასევე შესაძლოა, ამ ინფორმაციით უფრო მარტივი  იყოს ჩვენი სამყაროს მომავლის პროგნოზირება.

ნასას კეპლერის მისია 9 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ 2018 წელს დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში მან ჩვენს გალაქტიკაში მილიარდობით პლანეტის არსებობაში დაგვარწმუნა.

ახალი დაკვირვებების შესწავლის შედეგად შეიცვალა დასახლებადი ზონის ძიების გზებიც. ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა ვარსკვლავის ტემპერატურასა და მის მიერ გამოსხივებულ ენერგიას შორის დამოკიდებულებას. ახალ კვლევებში კი განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა, თუ რა ენერგიას იღებს პლანეტა ვარსკვლავისგან. ეს მონაცემები კეპლერის ბოლო დაკვირვებებისა და “გაიას” მისიის ფარგლებში არის ხელმისაწვდომი. გაიას ბაზაში შესაძლებელია იმ ენერგიის რაოდენობის პოვნა, რომელიც ვარსკვლავისგან კონკრეტულ პლანეტამდე აღწევს. რავი კოპარაპუმ განაცხადა: “გაიას მონაცემებმა საშუალება მოგვცა, რომ პლანეტები სრულიად ახლებურად შევისწავლოთ”.

არსებული მონაცემების ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი დაკვირვებითი მისიების დაგეგმვაში. ამ ეტაპზე კეპლერს შესწავლილი აქვს ცის 0.25%, რაც დაახლოებით იმდენია, მკლავი რომ გავშალოთ, ხელის მტევანი რა ნაწილსაც დაფარავს ცაზე. ჯერჯერობით ამ მონაცემების მორგებას ვცდილობთ მთლიან გალაქტიკაზე. ბუნებრივია, რაც მეტი დაკვირვება იქნება ხელმისაწვდომი, მით უფრო ზუსტად განზოგადდება ეს ინფორმაცია დანარჩენ სამყაროზე

მკვლევარმა ბრაისონმა განაცხადა: “ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი გალაქტიკა ძალიან მომხიბლავია, უამრავი მომხიბლავი სამყაროთი და ზოგიერთი მათგანი არც თუ ისე განსხვავდება ჩვენგან.”

წყარო:

https://www.sciencedaily.com/releases/2020/11/201106082746.htm

თიკო ბარათაშვილი

Back to top