კვანტური ფიზიკის სპოილერი: სუპერპოზიცია

(დაფუძნებულია რეალურ ამბებზე) თქვენ წინაშეა ერთ–ერთი ყველაზე  დამაბნეველი ამბავი ფიზიკის ისტორიაში, ამ ამბის მთავარი გმირები კი ელექტრონები არიან. თუ რაში გამოიხატება მათი უცნაურობები, ჩვენ მიერ ჩასატარებელი  ექსპერიმენტების დახმარებით გავიგებთ. შედეგები, რომლებსაც მივიღებთ, უკვე აჭარბებს ერთ სტატიაში დასაშვებ ფიზიკის კონცენტრაციის ნორმას….